მთავარი გვერდი    კონტაქტი რეგისტრაცია    ავტორიზაცია
MYINTERNET.GE

ელ. ფოსტა

ბლოგერი

სიახლეები

სპორტი

მედიცინა

ავტო-მოტო

ვაკანსიები

განცხადებები

ჰოროსკოპი

მუსიკა

თამაშები

პრიკოლები


ჰოროსკოპი

ვერძი

დღეს, იყავით ზედმეტად ყურადღებიანი საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. სწორედ დღეს შეიძლება გადაწყვიტოთ ის პრობლემა, რომელიც დიდი ხანია არსებობს თქვენს პირად ცხოვრებაში. ფრთხილად იყავით ავტომობილებთან და კომპიუტერთან.

კურო

კარგი და მრავლის მომცველი დღე იქნება თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშიროთ მომავალი იმ იმედებს, რომელიც უკეთესობისკენაა მიმართული. ინტუიტიურად გრძნობდით რომ თქვენი პირადული შეიცვლებოდა და სწორედ დღევანდელი დღეა ამ ცვლილების დასაწყისი.

ტყუპები

გექნებათ პროფესიული წარმატებები. საზოგადოებაში უფრო პოპულარული გახდებით. ფულის საკითხში დავაა მოსალოდნელი. საღამოს ელოდეთ ცვლილებებს ინტიმურ ურთიერთობაში. საღამო საკუთარ სიამოვნებას მოანდომეთ.ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და ივარჯიშეთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.

კირჩხიბი

დღეს, თქვენ დაგიდგებათ საკმაოდ საპასუხისმგებლო პერიოდი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მთლიანად თქვენ დაგეკისრებათ. ამ დღეების უმოქმედობა გახდება წარუმატებლობის მიზეზი. თქვენ დაიწყებთ დაგვიანებას და თქვენი ოპონენტები წვრილმანებშიც კი გაგასწრებენ.

ლომი

წინ ბევრი სიურპრიზი გელით. სასიყვარულო ურთიერთობებში სერიოზული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. საღამო მეგობრების წრეში გაატარეთ. კარგი იქნება, თუ დღეს სამოგზაუროდ წახვალთ.

ქალწული

ყველაზე კომფორტულად თავს სახლში იგრძნობთ. სწორედ იქ განვითარდება მთავარი მოვლენები. საქმიან ცხოვრებაში მცირე იმედგაცრუება გელით. ადვილად არავის ენდოთ.

სასწორი

ძალიან იღბლიანი დღე იქნება ნებისმიერი საოჯახო საქმიანობისათვის. მოერიდეთ ყოველგვარ მექანიზმს, ფეთქებად ნივთირებებსა და ბასრ ხელსაწყოებს. ჯობს, სამუშაო იარაღებს მამაკაცებმა მიხედონ. დღის მეორე ნახევარში ელიტურ წვეულებაზე მიგიპატიჟებენ. წასვლაზე უარს ნუ იტყვით, რადგან იქ გაცნობილი ადამიანები მომავალში დიდ დახმარებას აღმოგიჩენენ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ვიზუალურ მხარეს-ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

მორიელი

საკუთარ თავზე დიდ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. დილის საათებში ფორტუნა მეტად გაგიღიმებთ, ვიდრე საღამოს. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ საკუთარ თავს, წადით საყიდლებზე ან საერთოდ გადით ქალაქგარეთ. საკუთარ თავთან განმარტოება დაგეხმარებათ იდეების კონცენტრაციაში.

მშვილდოსანი

დღეს საღამოების მოწყობისა და გართობის დრო არ არის. უკეთესია მთელი ძალებით შეუდგეთ სამუშაოს და იმედი იქონიეთ, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში საინტერესო, სასარგებლო და კარგად ანაზღაურებადი იქნება.

თხის რქა

ახალი პერსპექტივების დღეა. ხელს შეუწყობს გეგმების დასახვას, ავტორიტეტულ ადამიანებთან წარმატებულ ურთიერთობას. აკურატული იყავით ახალი იდეების მიმართ. გონივრულად დაგეგმეთ გართობისთვის განკუთვნილი დრო.

მერწყული

მშვიდი განწყობა დღეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ახალი იდეების დაბადების და რისკიანი ნაბიჯების გადადგმის დღეა. ოჯახის წევრები მხარს დაგიჭერენ წამოწყებაში. შესაძლოა, ფინანსური მხარდაჭერაც კი გაგიწიონ.

თევზები

მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის ჰარმონიული დღეა. ხელმძღვანელ პირთაგან ნაყოფიერად თანამშრომლობის წყალობით დაფასებას და აღიარებას მოიპოვებთ. კარგი დღეა ასევე ახალი კავშირების დასამყარებლად.